კამერის მიღმა
Sally Nikolaishviliთბილისი

მოგესალმებით — მე სალი ვარ.

გზა, რომელიც აქამდე გამოვიარე სწორხაზოვანი არ ყოფილა. წლების განმავლობაში პროგრამისტად ვმუშაობდი — ეს თავი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მადლიერებით ვიხსენებ; მან მასწავლა მოთმინება, სიზუსტე და გამომამუშავებინა უნარი, თუ როგორ დავრჩე პრობლემის პირისპირ მანამ, სანამ ის არ აღმოიფხვრება. მაგრამ ჩემში ყოველთვის იყო შემოქმედებითი მხარე, რომელიც მეტ სივრცეს ითხოვდა. ერთ დღესაც გადავწყვიტე, ეს სივრცე მისთვის მიმეცა. ამიტომ, ფოტოგრაფია საფუძვლიანად შევისწავლე, პრაქტიკა გავიარე და ჩემს ცხოვრებაში რეალური ადგილი დავუთმე. ამით ჩემს შემოქმედებით მხარეს საბოლოოდ მივეცი ამოსუნთქვის საშუალება.

მოვლენების დოკუმენტირება ნებისმიერს შეუძლია; მე კი ვეძებ მის მიღმა დამალულ ემოციას — სითბოს, ჩუმ ნერვიულობას, იმ სიხარულს, რომელიც ოთახში ვერ ეტევა. სწორედ ეს კადრები ღირს შესანახად. მინდა შევქმნა ფოტოკადრები, რომლებსაც უბრალოდ არ შეხედავენ, არამედ შეიგრძნობენ. ფოტოები, რომლებიც წლების შემდეგ თქვენი ოჯახის გარშემო შეკრების მიზეზი გახდება. ეს არის ამ ყველაფრის ნამდვილი არსი: აქციო ადამიანებისთვის ყველაზე ძვირფასი მომენტები ხელოვნებად, რომელიც მათ სამუდამოდ დარჩებათ.

მე ვიღებ ივენთებს, ქორწილებსა და პორტრეტებს — თუმცა ყველა ამ იარლიყის მიღმა ერთსა და იმავეს ვაკეთებ: ველოდები იმ ზუსტ წამს, როცა ადამიანს ავიწყდება, რომ იქ ვარ. სწორედ ეს კადრი მინდა. არა დაჭერილი პოზა ან წამით მეტხანს გაწელილი ღიმილი, არამედ ის შემდგომი ამოსუნთქვა, როცა სახე სრულიად გულწრფელი ხდება. იმ ფოტოების უმეტესობა, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს და ძვირფასია, წინასწარ არასდროს ყოფილა დაგეგმილი.

მდებარეობათბილისი
ენებიქართული · ინგლისური · ბერძნული
ვიღებბუნებრივი & ხელოვნური განათებით
სად ვამუშავებLightroom & Photoshop
Salome Nikolaishvili signature
ყველა ისტორია იმსახურებს აღბეჭდვას

ერთად აღვბეჭდოთ
გულწრფელი მომენტები

დაჯავშნე თარიღი
ჩემ შესახებ — ფოტოგრაფი სალომე ნიკოლაიშვილი