ფასების გზამკვლევი

ყოველი სესია უნიკალური და მკაცრად პერსონალიზებულია.
სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია ყოველი სესიისთვის — შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი თანხა ან პაკეტი.
ივენთი
კონცერტები, კორპორატიული საღამოები, ნათლობები, ნიშნობები, დაბადების დღეები, კონფერენციები და სხვა.
600
  • ხანგრძლივობა1 საათი
  • ყოველი დამატებითი საათი₾150
  • დამუშავებული ფოტოები50 — 250+ პროფესიონალურად დამუშავებული ფოტო — ორ ფორმატში: სოციალური ქსელებისთვის ოპტიმიზებული და ბეჭდვისთვის მაღალი ხარისხის
  • მიწოდება1 კვირის განმავლობაში
ექსპრეს მიწოდება
2 დღეში4005 დღეში300
პორტრეტი
ინდივიდუალური, წყვილის, საოჯახო ან ორსულობის ფოტოსესია.
350-დან
  • ხანგრძლივობა1 საათი
  • ყოველი დამატებითი საათი₾200
  • ყოველი დამატებითი ადამიანი₾80
  • სტუდიის ქირაარ შედის ფასში — ₾60-დან
  • ორიგინალი ფოტოებიყველა ორიგინალი ფოტო გადმოგეცემათ
  • დამუშავებული ფოტოები20 პროფესიონალურად დამუშავებული ფოტო, რომელსაც თავად აირჩევთ — ორ ფორმატში: სოციალური ქსელებისთვის ოპტიმიზებული და ბეჭდვისთვის მაღალი ხარისხის
    დამატებითი დამუშავებული ფოტოები
    +10150+20250+50600
  • მიწოდება1 კვირის განმავლობაში
ექსპრეს მიწოდება
2 დღეში3005 დღეში200
ქორწილი — Essential
დღის მთავარი ნაწილი — დასაწყისიდან ზეიმამდე.
1,500
  • ხანგრძლივობა6 საათი
  • ყოველი დამატებითი საათი₾200
  • დამუშავებული ფოტოები200+ პროფესიონალურად დამუშავებული ფოტო — ორ ფორმატში: სოციალური ქსელებისთვის ოპტიმიზებული და ბეჭდვისთვის მაღალი ხარისხის
  • მიწოდება2 კვირის განმავლობაში
ექსპრეს მიწოდება
2 დღეში1,0005 დღეში600
სურვილისამებრ, შესაძლებელია დაბეჭდილი ფოტოალბომის დამატება, როგორც დამატებითი მომსახურება. დეტალები იხილეთ შემდეგ სექციაში.
ქორწილი — სრული ისტორია
დილის პირველი მშვიდი მომენტებიდან, უკანასკნელ ცეკვამდე.
2,000
  • ხანგრძლივობა10 საათი
  • ყოველი დამატებითი საათი₾200
  • დამუშავებული ფოტოები300+ პროფესიონალურად დამუშავებული ფოტო — ორ ფორმატში: სოციალური ქსელებისთვის ოპტიმიზებული და ბეჭდვისთვის მაღალი ხარისხის
  • მიწოდება2 კვირის განმავლობაში
ექსპრეს მიწოდება
2 დღეში1,0005 დღეში600
სურვილისამებრ, შესაძლებელია დაბეჭდილი ფოტოალბომის დამატება, როგორც დამატებითი მომსახურება. დეტალები იხილეთ შემდეგ სექციაში.
  • სრული კონსულტაცია და პერსონალიზირებული დაგეგმვა, მორგებული თქვენს ხედვასა და სურვილებზე.
  • ხელმოწერილი შეთანხმება, რათა ყველაფერი ნათელი იყოს.
  • ფოტოსესია ჩაითვლება დაჯავშნილად როდესაც თქვენ ჩარიცხავთ მისი საფასურის 40%-ს. გაუქმების შემთხვევაში ეს თანხა უკან არ ბრუნდება.
  • გადაადგილება თბილისის ნებისმიერ წერტილში.
  • პირადი ონლაინ გალერეა 3-თვიანი წვდომით (ქორწილების შემთხვევაში — 1 წელი), სადაც მარტივად შეძლებთ თქვენი ფოტოების დათვალიერებას, შერჩევას (პორტრეტის ტარიფის შემთხვევაში), ჩამოტვირთვას და გაზიარებას.
  • პორტრეტის ტარიფის შემთხვევაში, სადაც თავად ირჩევთ, რომელი ფოტოები დამუშავდება, გადაღებიდან ორი დღის განმავლობაში მიიღებთ წინასწარი დათვალიერების გალერეას ფოტოების შესარჩევად — ხოლო მიწოდების ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც თქვენს არჩევანს დააფიქსირებთ.
  • თქვენი დამუშავებული გალერეის პირადი არქივი ფოტოების ჩაბარებიდან 6 თვის განმავლობაში.
  • სესიის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, თუ ამის შესახებ დაგეგმილ დრომდე მინიმუმ 3 დღით ადრე შემატყობინებთ.
  • ფოტოსესიაზე დაგვიანების შემთხვევაში სესიას დრო არ დაემატება და შესაბამისი თანხა არ დაგიბრუნდებათ. გთხოვთ, უზრუნველყოთ პუნქტუალურობა და იდეალურ შემთხვევაში მობრძანდეთ 10 წუთით ადრე.
  • ვიდეორგოლი250-დან
  • დაბეჭდილი ფოტოალბომი200-დან
  • ვიზაჟი ადგილზე100-დან
  • თმის სტილისტი ადგილზე80-დან
  • მგზავრობა თბილისის გარეთ150-დან
  • ფოტოების კონფიდენციალურობასტანდარტულად, ვიტოვებ უფლებას რამდენიმე რჩეული კადრი ჩემს Instagram-სა და ვებგვერდზე გავაზიარო. თუ გსურთ, რომ ისინი სრულად კონფიდენციალური დარჩეს, მოქმედებს შემდეგი დამატებითი საფასური:
    პორტრეტები100ივენთები200ქორწილები400
სასაჩუქრე ბარათიREC
Sally Nikolaishvili
Photography
Salome Nikolaishvili signature
ციფრული · ნებისმიერი თანხა · ნებისმიერი ტარიფი

აჩუქე ფოტოსესია

დაბადების დღისთვის, ნებისმიერი საიუბილეო თარიღისთვის თუ ცხოვრების ახალი ეტაპისთვის — ფოტოსესია არის საჩუქარი, რომელიც მთელი ცხოვრება გასტანს. აირჩიეთ ნებისმიერი თანხა ან ტარიფი და მე გამოგიგზავნით პერსონალური დიზაინის ციფრულ ბარათს, რომელსაც მარტივად გადაუგზავნით თქვენთვის ძვირფას ადამიანს.

გაიგეთ მეტი სასაჩუქრე ბარათების შესახებ
მადლობა უდიდესი, ესეთი კმაყოფილი ფოტოსესიიდან დიდი ხანია არ დავბრუნებულვარ ❤️ უმაგრესი ხარ ❤️
სალი მუმლაური
I just wanted to tell you that I’m very happy with the photos. You’re amazing, and I really enjoyed my time with you during the photoshoot. The photos are exactly what I wanted — natural, beautiful, and truly capturing my personality. My friends and family saw them and loved them too. This truly comes from my heart, wishing you all the best! ❤️
Sham Masalha
ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ მე არაფერზე ზრუნვა არ დამჭირვებია, ყველაფერი ხელის გულზე იყო მოცემული. ასევე, მომეწონა ის, რომ შენ ძაან ჩართული იყავი პროცესში და ენთუზიაზმით აკეთებდი რასაც აკეთებდი.
Anonymous · Client satisfaction form
ისე მომწონს სურათები მეტი რომ არ შეიძლება 🥹💓 მადლობა ასეთი კადრების დაჭერისთვის 🥂✨
ბარბარე გუდელანი
სუპერ ხარისხის სურათები და ძაან კარგი ხედვა, სალიიი მადლობები 💙
გიორგი ხაჟალია
First of all, it was so easy to communicate with you, and you were incredibly kind. The photo session was fun and enjoyable, and the photos and videos turned out exactly how I wanted!
Anonymous · Client satisfaction form
კითხვები დაჯავშნასთან დაკავშირებით
რა თქმა უნდა. ვმუშაობ მთელი საქართველოს მასშტაბით და მზად ვარ უფრო შორსაც ვიმოგზაურო. თბილისის გარეთ მდებარე ნებისმიერი ლოკაციის შემთხვევაში მოქმედებს დამატებითი ტრანსპორტირების საფასური, რომელიც დამოკიდებულია მანძილსა და ხარჯებზე — და ყოველთვის წინასწარ, მკაფიოდ განისაზღვრება, სანამ თანამშრომლობას დავიწყებთ.
მიწოდების დრო დამოკიდებულია ფოტოსესიის სახეობაზე — პორტრეტები, ღონისძიებები და ქორწილები განსხვავებული ვადებით მზადდება, რაც დეტალურად ტარიფების სექციაშია მითითებული. თუ ფოტოები უფრო ადრე გჭირდებათ, ხელმისაწვდომია ექსპრეს-დამუშავების სერვისიც.
თითოეულ კლიენტს აქვს პირადი ონლაინ გალერეა 3-თვიანი წვდომით (ქორწილების შემთხვევაში — 1 წელი), სადაც შეგიძლიათ მარტივად დაათვალიეროთ, აირჩიოთ (პორტრეტის ტარიფის შემთხვევაში), ჩამოტვირთოთ და გააზიაროთ თქვენი ფოტოები. თუ ბმულს დაკარგავთ, უბრალოდ მომწერეთ და თავიდან გამოგიგზავნით. ასევე, პირადად ვინახავ თქვენს დამუშავებულ გალერეას სარეზერვო ასლის სახით 6 თვის განმავლობაში მიწოდების შემდეგ.
ხელმოწერილი შეთანხმება და 40% ბე უზრუნველყოფს თქვენი თარიღის დაჯავშნას ჩემს კალენდარში. ეს თანხა აკლდება საერთო ღირებულებას, ხოლო დარჩენილი საფასურის გადახდა ხდება გადაღების დღეს.
საბანკო გადმორიცხვა ყველაზე მოსახერხებელია, ასევე შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებაც. Revolut-ით გადახდაც მისაღებია, რაც ხშირად უფრო კომფორტულია საერთაშორისო კლიენტებისთვის. ყველა დეტალი წინასწარ, შეთანხმებაშია გაწერილი — 40% ბე ჯავშნის დასადასტურებლად, ხოლო დანარჩენი თანხა — გადაღების დღეს.
დიახ — სესიის გადატანა შესაძლებელია ერთხელ, თუ ამის შესახებ დაგეგმილ დრომდე მინიმუმ 3 დღით ადრე შემატყობინებთ. გაუქმების შემთხვევაში, ბე უკან არ ბრუნდება.
სანამ გვიანი არ არის

ერთად აღვბეჭდოთ
გულწრფელი მომენტები

დაჯავშნე თარიღი
ფოტოგრაფიის ფასები და პაკეტები საქართველოში | Sally Nikolaishvili